ისტორიაში პირველად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, შვეიცარია გახდა. ერთი თვის განმავლობაში შვეიცარია გეგმავს, რომ მდგრადი მშვიდობის შესახებ დებატებს უმასპინძლოს, რომელსაც თავმჯდომარეობას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი გაუწევს. პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხს პრეზიდენტი, ალენ ბერსეტი უხელმძღვანელებს. ქვეყანა მაისში ორგანიზაციის სამშვიდობო საქმიანობის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვასაც გეგმავს. შვეიცარიამ ორგანიზაციის საქმიანობის ოთხი ძირითადი პრიორიტეტიც დაასახელა, ესენია: მდგრადი მშვიდობის განვითარება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უშიშროების საბჭოს მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება და კლიმატის უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.