1. დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრმა, ალისია კერნსმა პარლამენტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ „ეკონომიკური რამშტეინის“ იდეა შესთავაზა. კერნსი გამოეხმაურა სტატისტიკას, რომელიც მიუთითებს, რომ სანქციებს რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისეთი გავლენა არ მოუხდენია, როგორსაც დასავლეთის ქვეყნები ელოდნენ. კერნსის თქმით, „ეკონომიკური რამშტეინი“ უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლთათვის აუცილებელია. მისივე განცხადებით, პუტინს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ფინანსური შესაძლებლობა უნდა ჩამოერთვას.