რუსეთში, ბრიანსკის ოლქში სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. ოლქის გუბერნატორის თქმით, მიზეზი სარკინიგზო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქება გახდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. მომხდარის გამო, სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ადგილზე სამაშველო და სამართალდამცველი ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.