რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირის მშობლები პირველ კომენტარს აკეთებენ. დაკავებული პირის, 52 წლის ილია ბელქანიას დედა, ნელი ადამია აცხადებს, რომ შვილის დაკავების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მათ საცხოვრებელ სახლში პოლიციელები მივიდნენ. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. ნელი ადამია ამბობს, რომ მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. დაკავებულის ოჯახი მსგავსი დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 მილიონი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც ის დააკავეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მასა, რომელიც ჩხრეკის დროს ამოიღეს, ურანს შეიცავს. დანაშაული 5-დან 10 წლამდე პატირობას ითვალისწინებს.