პარლამენტში თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს და თავდაცვის ძალების გაძლიერების რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.