ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.