დღევანდელ ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭისყრაზე სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს. რა გეგმა აქვს ოპოზიციას ხვალინდელი სესიისთვის.