ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დიაგნოსტიკა და მკურნალობა დააფინანსოს, თუმცა მედიკამენტ „ვოზორიტიდთან“ მიმართებაში საბჭო მსჯელობას აგრძელებს. ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ მშობლების პროტესტი საკითხის მოგვარებას „არ წაადგება“. ის დედებს კონსტრუქციულ ფორმატში მუშაობისკენ მოუწოდებს.