გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი და ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებიან. თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატების თქმით, ხვალიდან ყველა უწყებას, მათ შორის ელჩებსაც მიმართავენ, რომ გამოძიება ხელახლა დაიწყოს. გამოძიებას ოჯახი მას შემდეგ ითხოვს, რაც ყოფილმა გამომძიებელმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია.