რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ალ-ყურეიში გაანეიტრალა.
არსებული ინფორმაციით, სირიის ადგილობრივმა წყაროებმა განაცხადეს, რომ სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯანდარისში განხორციელდა, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ჯგუფები აკონტროლებენ.
გავრცელებული ცნობის თანახმადვე, შეტაკება ღამით დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეტაკებებს ადგილო9ბრივი მოსახლეობის თქმით, დიდი აფეთქების ხმა მოჰყვა.