7-8 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე 21 წლის მომიტინგის ბრალეულობის საკითხზე 17 საათზე იმსჯელებს. სხდომის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებას აპირებენ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.