საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს რომ ქვეყანა შეძლებს და პროგრესი ქნება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27-მა წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მისი თქმით, ამ პროცესს ახლა მხარს ქართველების 89 პროცენტი უჭერს, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. ელჩის განცხადებით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი ტერიტორიები და ქართული კომპანიები არ იქნას გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.