ბათუმში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია იწყება. „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ უკვე გამოაცხადა ტენდერი, ტბეთის ქუჩაზე, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ 854 ათასი ლარია.
პროექტი ითვალისწინებს: 5 111 კვ/მეტრ ფართზე განთავსებული, არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს და ახალი სპორტული კომპლექსის აგებას. შეიცვლება და მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების ხუთი სათამაშო მოედანი. დაიგება ჰარდკორტის ტიპის საფარი.
შენობის პირველ სართულზე განთავსდება: ნომერი შშმ პირთათვის; სამედიცინო კაბინეტი და ა.შ. მეორე სართული მთლიანად სასტუმროს ნომრებს დაეთმობა.
გარე პერიმეტრზე ასევე გათვალისწინებულია პარკინგი