"მშენებლობა განვადებით" პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოსა და 3 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობა იწყება. ამისთვის კი ბიუჯეტიდან 33 მლნ დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში სამი სოფლის წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ახალი ქსელების, მაგისტრალური მილისა და სატუმბი სადგურის მოწყობა. დამატებით, რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარები. ქალაქ წყალტუბოში კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებისთვის წყალმომარაგების შიდა და გარე გამანაწილებელი ქსელი მოეწყობა.
შეგახსენებთ, განვადებით მშენებლობის პროგრამა პრემიერ-მინისტრმა გასული წლის აპრილში დააანონსა. ღარიბაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ შესაძლოა, პროგრამის დაფინანსების ჯამური მოცულობა 2.5-დან 3 მილიარდ ლარამდეც ყოფილიყო. გეგმით სამშენებლო ბიზნესი სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენების დაკვეთას მიიღებდა, თანხას კი სახელმწიფო განვადებით გადაიხდიდა.