ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "კარგო ტერმინალის" მშენებლობა იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც მოემსახურება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელმწიფო დონეზე სატვირთო ტერმინალის მშენებლობის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება არსებობს, თუმცა ამის გარდა საკმაოდ ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი, რათა პროექტი საბოლოოდ შედგეს, რაშიც თავის მხრივ კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.