ჯო და ჯილ ბაიდენებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იუნ სუკ იოლის და მის მეუღლეს კიმ კეონ ჰის უმასპინძლეს და U.S.-ROK ალიანსის 70 წლის იუბილეს პატივსაცემად სადილი გამართეს. თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ სადილს 200 სტუმარი დაესწრო. მათ შორის გახლდათ მსახიობი ანჯელინა ჯოლი მისი 21 წლის ვაჟი, მედოქსი. აღსანიშნავია, რომ ის 2019 წლიდან Yonsei University-ში სწავლობდა.
ამ დღეს 47 წლის ჯოლი „შანელის“, ვინტაჟურ, სპილოსძვლისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელმაც მან ამავე ფერის პიჯაკი შეუხამა. მის „ლუქს“ ოქროსფერი მძივები, „კლატჩი“ და წითელი პომადა ასრულებდა.