ორგანიზაცია რუსეთის მამები თამარ გვერდწითელისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვს.
ამის შესახებ, ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ანდრეი ეგონიკოვმა ისაუბრა.
იგი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვერდწითელმა რუსეთში დაგეგმილი ტურნე გააუქმა, ქვეყანა დატოვა და გეგმავს, ტურნე აშშ-ში მოაწყოს.
ორგანიზაციის მოთხოვნას გამოეხმაურა დუმის დეპუტატი, სერგეი სოლოვიოვი და აღნიშნა, რომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა სამართლიანი იყოს, რომ მას რუსეთში კონცერტის ჩატარება აეკრძალოს.
„არიან ჩუმად მყოფებიც. სამწუხაროდ, მათ რიგებშია თამარ გვერდწითელი. სამწუხაროა, რომ მისი ხმა ახლა არა რუსეთში, არამედ, აშშ-ში ისმის“, – ამბობს დეპუტატი სერგეი სოლოვიოვი.