აზერბაიჯანში გამართულ ფორმულა 1-ის მორიგ გრანპრიზე პირველ მეორე ადგილი „რედ ბულის“ პილოტებმა გაინაწილეს, მესამეზე კი „ფერარის“ პილოტია. მიმდინარე სეზონში გამართულ 4 რბოლიდან სამჯერ პირველ მეორე ადგილზე „რედ ბულის“ პილოტები გავიდნენ. მიმდინარე სეზონში სერხიო პერესი და მაქს ფერსტაპენი პირველობას არავის უთმობენ.ბაქოში გამარჯვება სერხიო პერესს დარჩა, მეორე ადგილზე მაქს ფერსტაპენი გავიდა. სტარტზე პოულ- პოზიციაზე „ფერარის 25 წლის პილოტი ლეკლერი იყო, რომელიც საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა. მეოთხე პოზიცია დაიკავა „ასტონ მარიტინის“ მრბოლელმა ფერანდო ალონსომ, მეხუთე იყო „ფერარის“ პილოტი კარლოს საინსი, „მერსედესის“ გუნდის წარმომადგენლები ლუის ჰემილტონი და ჯორჯ რასელი კი მხოლოდ მე-6 მე-8 ადგილებს დასჯერდნენ.
რბოლის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირედი კომენტარი გააკეთა გასული წლის ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა - “Safety Car-ის გამო არ გამიმართლა. ბრძოლა მომიწია. თუმცა მთავარია, გუნდმა იდეალური შედეგი აჩვენა. არ ვიცი, რამდენად დაძაბული იქნება სეზონი, მაგრამ მომდევნო რბოლა მაიამიში სულ სხვანაირი იქნება.” - განაცხადა ფერსტაპენმა.
ოთხი რბოლის შემდეგ საერთო ქულათა ჩათვლაში პირველ ადგილს 93 ქულით ფერსტაპენი იკავებს, სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა მისმა თანაგუნდელმა სერხიო პერესმა, მესამე ადგილზე ფერანდო ალონსიო 60 ქულით, ხოლო მეოთხეზე 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონია 48 ქულით.