იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის, სერია ა-ს 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ტრებიზოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 88:89 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვირტუსის სასტარტო ხუთეულშ იყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო. თოკომ პარკეტზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შენგელიამ 13 დან 7 ორქულიანი 3 დან 1 სამ ქულიანი და 6 და 4 საჯარიმო ჩააგდო ზუსტად. საქართველოს ნაკრების კაპიტნის მარგი ქმედების კოეფიციენიტ კი 16 გაუტოლდა.
შენგელიას გუნდი ამ წაფების შემდეგ მეორე ადგილზე გადავიდა, „ვირტუს ბოლონია“ ქულათა რაოდენობით „ოლიმპია მილანოს“ გაუთანაბრდა, თუმცა მოგება წაგების ბალანსის გამო ამ მომენტისათვის მეორე ადგილს იკავებს. თოკოს გუნდი შემდეგ შეხვედრას 7 მაისს შინ „ვარეზესთან“ გამართავს.