იტალიის სერია ა-ს 32 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „სალერნიტანას“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ „ნაპოლი“ აღნიშნულ შეხვედრაში მოგებას მაოხერხებდა, სპალეტის გუნდი 33 წლის შემდეგ პირველად იზეიმებდა ჩემპიონობას. ამავე ტურში „ინტერმა“ მეორე ადგილოსან „ლაციოს“ უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა, რაც „ნაპოლის“ 6 ტურით ადრე ჩემპიონობის შანს აძლევდა, მაგრამ ზეიმი „სალერნიტანამ“ ჩაშალა.
შეხვედრის პირველი ტაიმი განსაკუთრებულად დაძაბული აღმოჩნდა, სტუმრები საკუთარი საჯარიმოს წინ დაცვაში იდგნენ და მათი მიზანი, მხოლოდ კარის დაცვა იყო, „ნაპოლი“ კი გამუდმებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებასა და გოლის გატანას, რამდენიმე შემთხვევაში კარგად ითამშა მექსიკელმა მეკარე გილერმე ოჩოამაც და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. მეორე ტაიმში ნაპოლიმ კვლავ განაგრძო მასობრივი შეტევები, რასაც 62-ე წუთზე კუთხურიდან ჯაკომო რასპადორის ჩაწოდების შემდეგ მავიას ოლივეირას თავური გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ, თითქოს „ნაპოლის“ ჩემპიონას წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა და „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა მთელ ქალაქთან ერთად ზეიმი დაიწყო, თუმცა ასე არ ფიქრობდა შეცვალზე შემოსული ბულაიე დიასი, რომელმაც 84-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ზეიმი ჩაშალა. რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომემაც ერთ შემთხვევაში ბურთ კარს მცირე მანძილით ააცილა, ერთხელ კი გამოცდილმა გოლკიპერმა აჯობა.
„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაის სტუმრად „უდინეზესთან“ გამართავს და სწორედ იქ შეეცდება ჩემპიონობის განაღდებას, თუ ნეაპოლიტანელები 1 ქულას მაინც მოიპოვებენ, ან „ლაციო“ თავის შეხვედრას ვერ მოიგებს ლუჩიანო სპალეტის გუნდი ოფიციალურად იზეიმებს ჩემპიონობას.