კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი "რა არის ევროპა?" ჩატარდა. შეხვედრებს ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა.
ორდღიანი სემინარის ფარგლებში, ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ევროპის კავშირის ინსტიტუციები, კულტურული მრავალფეროვნება, ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური და სოციალური მოწყობის ფორმები, საქართველოს ადგილი ევროპაში და მომავლის ხედვები.