"ერთადერთ რამეზე მწყდება გული, პრინციპში არ მწყდება, უფრო ის მომენტი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდ კომენტარებს მიწერდნენ, მინდა, რომ ძალიან მალე ნახონ, რომ ცდებოდნენ..." - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი, მას შემდეგ რაც American Idol-ს გამოეთიშა.
ქართველმა მომღერალმა ამერიკულ მეგაშოუს ლაივში როკ-ჯგუფის Queen-ის რეპერტუარიდან სიმღერა SHow must go on შეასრულა.
"არ შეიცვალო! შენ ყოველთვის იქნები ნუცა, მუდამ და ყოველთვის...
შენ ხარ ვარსკვლავი! რასაც არ უნდა მისდიო, შენ ყველაფერს შეძლებ" - უთხრეს ჟიურის წევრებმა მომღერალს.