რესპუბლიკის მოედანზე დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და მისითანამოაზრეები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, აქციის მიზანი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკისადმი მხარდაჭერის დაფიქსირებაა. მათივე განმარტებით, ახლა საზოგადოების ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ადგილზე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც. რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია სცენაც.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ამირან ჩხიკვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დასავლური სამყარო ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.