უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა . ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს უკრაინის მიმართ ყოვლისმომცველი და ეფექტური მხარდაჭერისთვის.
ზელენსკის თქმითვე, მაკრონთან უკრაინის მშვიდობის ფორმულისადმი სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია განიხილა.
ამასთან, როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მან და საფრანგეთის პირველმა პირმა მათი პოზიციების კოორდინაცია მოახსენეს და შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ორმხრივი დიალოგის ფარგლებში შეთანხმდნენ.