მთაწმინდის პარკმა ჩაისა და თაფლის ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილია ჩაის ადგილობრივი მწარმოებელი და იმპორტიორი 15-მდე კომპანია, რომლებიც ღონისძიების სტუმრებს ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეობებს სთავაზობენ.
ღონისძიების ფარგლებში შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაის პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სახის თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციები მოეწყო.
ჩაისა და თაფლის ფესტივალი მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას და მომხმარებლებში ნატურალური ჩაის პოპულარიზაციას.