საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება თავდაცვის ძალებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღნიშნეს. ქართულ ჯარს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ახალი ნაკადიც შეურთდა. თავდაცვის ძალების დღის ოფიციალური ნაწილი სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც მოწყობილი იყო თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის, სამხედრო სასწავლებლების, ყველა სარდლობისა და ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა, ასევე მათ შორის წარმოდგენილი იყვნენ რეზერვისტებიც.
31 წლის წინ, 30 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაიწვიეს წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სწორედ ეს მოვლენა გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების დღის შექმნის საფუძველი.
საქართველოს თავდაცვის ძალებს საიუბილეო თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძლიერ ჯარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზურაბიშვილმა განაცხადა რომ უკრაინაში შეჭრით, რუსეთმა აბუჩად აიგდო სამართლის ყველა საერთაშორისო ნორმა.
უკრაინაში დაწყებულ ომს შეეხო ქვეყნის პრემიერიც. ღარიბაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი ყურადღება მართებს.