2023 წლის 30 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 477 ბავშვი მოკლეს, ხოლო 955-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არაა, რადგან მოკლული და დაშავებული ბავშვების ოდენობის დასადგენად სამუშაოები საომარი მოქმედებების ზონებში, ისევე როგორც, დროებით მიტაცებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
ყველაზე მეტი, 452 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა დონეცკის ოლქში დაიღუპა.