შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია - ათივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს. 8 მუნიციპალიტეტში საკუთარი კანდიდატი მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში, მოსახლეობის დამაკმაყოფილებელი აქტიურობით წარიმართა. 165 საარჩევნო უბნიდან 117ში არჩევნები უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით მიმდინარეობდა.
ბოლო მონაცემებით, არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტიურობა ახალციხეში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 47.8% მივიდა.