აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, უამინდობის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან. დედები ისევ შვილების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტის, ვოზორიტიდის საქართველოში შემოტანას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, სანამ მედიკამენტის შემოტანაზე, პრემიერ-მინისტრისგან წერილობით თანხმობას არ მიიღებენ.
უიშვიათესი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფოს ვადას 1 სექტემბრამდე აძლევენ. ამბობენ, რომ მედიკამენტის ლოდინში დაკარგული ყოველი წუთი მათი შვილების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.