შეერთებულ შტატების ტეხასის პოლიციის ცნობით, კაცმა თავისი ხუთი მეზობელი მოკლა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ, რაც იარაღის გამოყენების გამო იკამათა.
ადგილობრივი შერიფის, გრეგ კაპერსის თქმით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვი და ორი ქალია, რომლებიც გადარჩენილი ბავშვების ზევიდან იწვნენ. შერიფის თქმით, ისინი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ.
სავარაუდო დამნაშავემ, რომელიც დიდი ალბათობით მექსიკიდანაა, მიმალვა მოახერხა.