7-8 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესამდე 1 დღე რჩება. მოსამართლე 21 წლის მომიტინგის ბრალეულობის საკითხზე ხვალ, 17 საათზე იმსჯელებს.
გრიგორიადის უფლებადამცველის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები დაკავებული ბრალეულობას არ ადასტურებს.
სასამართლო სხდომის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებას ლაზარე გრიგორიადის ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ.
„აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.