აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ბევრს მუშაობს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გასათავისუფლებლად. ეს განცხადება ბაიდენმა თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე გააკეთა, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
მედიის ცნობით, ღონისძიებას გერშკოვიჩის ოჯახის წევრების ესწრებოდნენ, რომელთაც აშშ-ის პრეზიდენტმა განუცხადა, რომ ყველა მათ გვერდით დგას. ბაიდენმა ამერიკელი ჟურნალისტის გამბედაობის შესახებ ისაუბრა და მოსკოვს მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის მცდელობა, რომ ჟურნალისტი საკუთარ სახლში დაბრუნდეს, არ შეწყდება