პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს გეგმა, თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ფაქტი არეულობისთვის გამოიყენოს. კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია სტატუსის მიღების წინააღმდეგ ფარტომასშტაბიან კამპანიას აწარმოებს, თუმცა მისივე შეფასებით, ეს გეგმა მარცხისთვისაა განწირული.