პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, მიმდინარეობს გლობალური სოლიდარობის სამდღიანი კონფერენცია სახელწოდებით „პროფკავშირული ინტერნაციონალიზმი დღეს“. კონფერენცია მოიცავს სესიებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, რომელზეც მოწვეული უცხოელი სტუმრები ომის შემდგომ ვითარებას განიხილავენ. ღონისძიების ფარგლებში, პროპკავშირის ლიდერები ერთმანეთს საკუთარ ხედვებსა და გამოცდილებებს უზიარებენ.