„ევროპული საქართველო“ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად მარტის აქციების საქმეზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვს. მათი თქმით, აგენტების კანონპროექტის გარშემო დაწყებული გამისვლების დროს დაკავებულ ყველა ბრალდებულს უნდა მიეცეთ უფლება, რომ მათი საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ სასამართლო სისტემას, რომლის წევრებიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დასაქნცირა, ნდობა არ გააჩნია.