სუდანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა კვლავ ისმის. სამხედროებს შორის დაპირისპირება ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში და ქალაქ ომდურმანში მიმდინარეობს. სუდანის არმიამ „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ პოზიციები დაბომბა. შეტაკებები ასევე მოხდა სამხედრო შტაბების და ხართუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სამხედრო დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო, რასაც, სულ მცირე, 512 ადამიანი ემსხვერპლა, 4 000-ზე მეტი კი დაშავდა.