უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი განცხადება გაავრცელა. უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ცხადყოფს, რომ აგრესიის შეჩერება მხოლოდ შეიარაღებით არის შესაძლებელი. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად საჭიროა თანამედროვე ავიაცია.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ძალებმა დღეს მოახერხეს რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება.