მოძრაობა “ხალხის ძალა” ახალ განცხადებას აქცეყნებს და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს მძიმე ბრალდებას უყენებს. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები აცხადებენ რომ ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის და მათ მიერ დაფინანსებული პირების მიზანი 2024 წლის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა იქნება. ოპოზიციაში „ხალხის ძალის“ განცხადება უკვე შეაფასეს, როგორც მორიგი ანტიდასავლური გზავნილი.