„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, თემურ ცამციშვილმა პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ხელისუფლების მიერ წლების წინ პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე ისაუბრა. ცამციშვილი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის გადატანით, ქუთაისს და მთელ რეგიონს განვითარების პერსპექტივა დაუკარგა. მან საზოგადოებას ასევე შეახსენა „ქართული ოცნების“ ის დაპირებები, რომლის მიხედვითაც ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობას ფუნქცია უნდა მინიჭებოდა.