რუსეთის პრეზიდენტმა მორიგი განცხადება გაავრცელა. პუტინმა აღნიშნა, რომ მთელი რიგი ქვეყნები მანიაკალურად ანგრევენ რუსეთთან ურთიერთობას და ისინი თავად წერენ „წესებს“ საბნის ქვეშ. პუტინის თქმით, რუსეთი არ აპირებს მათი წესების დაცვას. მანვე აღნიშნა, რომ ახლა საპარლამენტო დიპლომატია დამატებით, უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს.
პუტინმა განაცხადა, რომ მიუხედავად ყველა ამ მცდელობისა, საერთაშორისო კონტაქტების ინტენსივობა, არა მხოლოდ არ იკლებს, არამედ იზრდება კიდეც.