ევროკომისიამ უკრაინიდან აგროპროდუქციის იმპორტზე კომპრომისს მიაღწია, შეიზღუდება 4 სახეობის საქონლის შემოტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი ავრცელებს.
მისი თქმით, ევროკომისია “განსაკუთრებული თავდაცვითი ზომების” წინადადებით გამოვიდა, რაც 4 სახეობის პროდუქციაზე: ხორბალზე, სიმინდზე, რაფსსა და მზესუმზირის თესლებზე იმპორტის აკრძალვას გულისხმობს. ევროკავშირი ასევე ასი მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას გამოყოფს პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში დაზარალებული ფერმერებისთვის.