2021-2022 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა სკოლამდელი აღზრდის, საბაჟო საქმის, ღონისძიების ორგანიზების, საოფისე საქმის და სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკის 386 სპეციალისტი გამოუშვა. ამასთან დაკავშირებით, თსუ-ში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დღეისთვის 8 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს.