ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული რეზოლუცია სახელწოდებით „ახალგაზრდობა და მედია”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს მედიაგარემო განავითარონ და ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქცია და ციფრული უსაფრთხოება უზრუნველყონ. სხდომაზე თამარ ტალიაშვილს რეზოლუციის ინიცირების მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.