ადამიანნის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომში ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონ ევრომდე კომპენსაცია დააკისრა. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში შეფასება მოყვა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორი და ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მათივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა.