თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გააცილა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც უმასპინძლა.