საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ქვეყნის პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მათი თქმით, აღნიშნული ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას ადგას და მალე ცნობილი უნდა გახდეს მისცემენ თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. მათივე შეფასებით ეხლა მმართველმა პარტიამ სწორი პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას.