სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში, სადაც საკვების, საწვავისა და მედიკამენტების მარაგი იწურება. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. უფრო ვრცლად კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ, ნატალია თვაურის სიუჟეტიდან შეიტყობთ.