საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა რექტორთა საბჭოს ფორმატი განაახლა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. შეხვედრა მინისტრის ხელმძღვანელობით წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს. საბჭოს შეხვედრაზე მინისტრმა მონაწილეებს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან მიიღო ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ.