საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების გატარებასა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, საქართველოს თანადგომა გამოუცხადა. ამასთანავე, კოლონამ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რეგიონისათვის მშვიდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ, ის გმობს რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნულ საკითხებზე, თბილისში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.