აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებულ ცხინვალის ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მშვიდობიანი მოსახლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ.